02/12/2014
საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება უნგრეთში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).
C ტიპის ვიზა (90 დღემდე - მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
გრძელვადიანი ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.თბილისში უნგრეთისრესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
-
შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი.
-
საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
-
სავიზო განაცხადის ფორმა (ივსება ონლაინ რეჟიმში საელჩოს ვებ გვერდზე - https://epak.pmlp.gov.lv/NVIS.EService001.WebSite/Default.aspx?)
-
პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
-
მოქმედი ვიზების ასლები;
-
2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
-
სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროსი რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი);
-
დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).
-
თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული -შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
-
ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ლატვიურ/უნგრულ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
-
ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ და ა.შ.).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
კომენტარები
|
|
|