მთავარი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | დაგვიკავშირდით
სავიზო ინფორმაცია - ესპანეთი
02/12/2014
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ). მოკლევადიანი (90 დღემდე მოქმედების ვადით) ვიზა გაიცემა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) ესპანეთის სამეფოს გენერალური საკონსულოს მიერ.
2013 წლის 16 სექტემბრიდან სავიზო განაცხადები ჩაბარებული ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში განსახილველად გადაიგზავნება ქ. პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) არსებულ ჰოლანდიურ რეგიონალურ-ადმინისტრაციულ და საკონსულო ოფისში.სავიზო განაცხადები განიხილება არა უმეტეს 14 დღის ვადაში.
ნიდერლანდების საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://georgia.nlembassy.org/ );
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ესპანეთის სამეფოს მოქალაქისგან ან მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი - ასლი.იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს.
  • მომწვევის პასპორტის ასლი
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი (თვიური შემოსავლის მინიმალური თანხა - 1.186,37 ევრო);
  • სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
  • საბანკო ამონაწერი ბოლო სამი თვის;
  • თბილისი- მადრიდი - თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური : 35 ევრო
  • სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის, დაზღვევისმოქმედების ვადა უნდა იყოს 15 კალენდარული დღით მეტი (ორიგინალი და ასლი) ;
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით


კომენტარები